სომხეთის პრეზიდენტი: საერთაშორისო საზოგადოებამ აზერბაიჯანის პროვოკაციულ ქმედებებს მტკიცე პასუხი უნდა გასცეს
მსოფლიო

არმენ სარგსიანი
ფოტო: Photolure
საერთაშორისო საზოგადოებამ აზერბაიჯანის პროვოკაციულ ქმედებებს მტკიცე პასუხი უნდა გასცეს, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა.
სომხეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან სატელეფონო საუბარში აზერბაიჯანის მიერ 6 სომეხი სამხედროს ტყვედ აყვანის საკითხი განიხილა.
სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს წამოწევს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის გადასვლის მცდელობისას 6 სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მიერ 6 სომეხი სამხედროს ტყვედ აყვანას პროვოკაციად აფასებს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.





