კრემლი უკრაინაში მალორუსიის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი
კრემლი უკრაინაში მალორუსიის შექმნას გამოეხმაურა. რუსული მედიის ცნობით. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა აღნიშნულ ფაქტს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ ლიდერის, ალექსანდრე ზახარჩენკოს პირადი ინიციატივა უწოდა.
"ზახარჩენკოს განცხადება მისი პირადი ინიციატივაა. მოსკოვში ამის შესახებ დღეს დილით მედიიდან გაიგეს. ჩვენ მინსკის შეთანმების მომხრედ ვრჩებით"- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
18 ივლისს ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ახალი სახელმწიფოს შექმნა, რომელსაც მალორუსია დაერქმევა.
ზახარჩენკოს ინიციატივას მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოეხმაურა.





