ტრამპს აშშ-ს სახელით მოლაპარაკებების წარმოებაში არ ენდობიან
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ბოლო გამოკითხვების შედეგად, დონალდ ტრამპის პირველი 6 თვის მუშაობის რეიტინგმა სხვა პრეზიდენტებთან შედარებით ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. დონალდ ტრამპის მუშაობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 36 %. 1975 წელს ჯერალდ ფორდის რეიტინგი 39 % იყო.
გამოკითხულთა 38 % აცხადებს, რომ ტრამპმა მიზნების შესრულებაში მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწია. გამოკითხულთა ორი მესამედი კი, აშშ-ს სახელით მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებების წარმოებაში არ ენდობა. გამოკითხულთა ნახევარი ფიქრობს, რომ ამერიკის მსოფლიო ლიდერობა შესუსტდა.
სატელეფონო გამოკითხვა 10-13 ივლისს ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის წესით 1 001 აბონენტი გამოიკითხა.




