პოლონეთის პარლამენტს მოსამართლეთა დანიშვნის უფლება მიეცა
მსოფლიო

პოლონეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, მინისტრებსა და დეპუტატებს ეძლევათ იურიდიული უფლება, კონსულტაციის გარეშე, დანიშნონ მოსამართლე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კანონპროექტის წინააღმდეგ უფლებადამცველები და ოპოზიციონერები გამოვიდნენ. კრიტიკოსების თქმით, მსგავსი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს და ძალაუფლებას არასამართლიანად ანაწილებს.
პოლონეთის მმართველი პარტია "უფლება და სამართლიანობა", რომელმაც კანონის მიღებას დაუჭირა მხარი, აცხადებს, რომ კორუმპირებული სასამართლო სისტემის აღმოფხვრისთვის, რეფორმა აუცილებელია. პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, პოლონელი მოსამართლეები ფაქტობრივად ქვეყნის ელიტას ემსახურებიან.
იმისათვის, რომ კანონპროექტი დამტკიცდეს, მას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უნდა მოაწეროს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი მანამდე აცხადებდა, რომ სავარაუდოდ ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს.





