22 დეკემბერი 2016, 16:51
სირიაში 14 თურქი სამხედრო დაიღუპა
მსოფლიო

გაზიარება
ჩრდილოეთ სირიაში ისლამურ სახელმწიფოს მებრძოლებთან შეტაკებას 14 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, 33 კი დაიჭრა. ამის შესახებ თურქეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 138 ისლამისტი.
შეტაკებები ქალაქ ელ-ბაბთან მოხდა, რომელსაც ამ დრომდე ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს.





