19 მარტი 2021, 08:00
პაატა კუპატაძე
ესპანეთის პარლამენტმა ევთანაზიის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა
მსოფლიო

ფოტო: CNN
გაზიარება
ესპანეთი მსოფლიოში მეექვსე ქვეყანაა, სადაც ევთანაზიას დაუშვებენ. კანონპროექტს მხარი პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა. კანონი ევთანაზიის შესახებ უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, სურვილის შემთხვევაში, სიცოცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღონ. ახალი კანონმდებლობა ძალაში ზაფხულში შევა.
ევთანაზია დღემდე ლეგალიზებული მხოლოდ ბელგიაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, კანადასა და კოლუმბიაში იყო.





