პარიზის მერია გენდერული კვოტის ქალების სასარგებლოდ დარღვევისთვის დაჯარიმდა
მსოფლიო

ენ იდალგო
ფოტო: Picture aliance
საფრანგეთის საჯარო სერვისების სამინისტრომ პარიზის მერია 2018 წელს წამყვან პოზიციებზე ქალების ჭარბი რაოდენობის დანიშვნის გამო დააჯარიმა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 2018 წელს მერიაში წამყვან პოზიციებზე 11 ქალი და 5 კაცი დაინიშნა, რითაც გენდერული ბალანსის შესახებ კანონი დაირღვა. შედეგად უწყებას ჯარიმის სახით 90 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. პარიზის მერი, ენ იდალგო ჯარიმას უსამართლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საფრანგეთს ქალების თანასწორობის საკითხში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.
„ეს ჯარიმა, ცხადია, აბსურდული, უსამართლო, უპასუხისმგებლო და სახიფათოა“, - აღნიშნა იდალგომ.
საფრანგეთში 2013 წელს მიღებული კანონის მიხედვით, მოწინავე პოზიციებზე ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 60%-ს არ უნდა აჭარბებდეს.





