19 დეკემბერიდან სომხეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება
მსოფლიო

ფოტო: TASS
ყარაბაღში ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად 19 დეკემბერიდან სომხეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„19 დეკემბერს სამხედრო მოქმედებების დასრულებიდან 40 დღე გადის. 19 დეკემბრიდან სამდღიანი გლოვა გამოცხადდება, ერევანში კი სამგლოვიარო მარში გაიმართება“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.





