ბელარუსში საპროტესტო აქციების ასზე მეტი მონაწილე დააკავეს
მსოფლიო

ფოტო: NEXTA
ბელარუსის პოლიციამ ალექსანდრ ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეთა აქციის 135 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით კვირას 120 დემონსტრაციაზე მეტი გაიმართა. ყველაზე მასშტაბური აქცია კი ბელარუსის დედაქალაქში, მინსკში ჩატარდა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ.
საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ყველაზე მასობრივი დემონსტრაციები კვრაობით იმართება. აგვისტოდან დღემდე სამართალდამცველებმა 30 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.




