პაატა კუპატაძე
სტამბოლის მერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
მსოფლიო

ფოტო: Arab News
თურქეთის შსს-მ სტამბოლის მერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ Arab News იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ეკრემ იმამოღლუს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ხმელთაშუა და შავი ზღვების დამაკავშირებელი არხის პროექტს მან „ერდოღანის გიჟური პროექტი“ უწოდა.
ახალი არხის მშენებლობის აუცილებლობას თურქეთის პრეზიდენტი ბოსფორის სრუტის გადატვირთვით ხსნის. პროექტი 75 მილიარდ ლირად (10 მილიარდი დოლარი) არის შეფასებული.
არხის მშენებლობის საწინააღმდეგო პლაკატები სტამბოლის ქუჩებში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მეგაპოლისის მერად ოპოზიციონერი კანდიდატი ეკრემ იმამოღლუ აირჩიეს. თურქეთის შსს თვლის, რომ პლაკატების შინაარსი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.





