აშშ: ფხენიანმა კიდევ ერთი სარაკეტო ძრავა გამოსცადა
მსოფლიო

აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ სამხრეთ კორეამ კიდევ ერთი ოფიციალური სარაკეტო ძრავა გამოსცადა. ამის შესახებ BBC იუწყება. ბოლოს ფხენიანმა სარაკეტო ძრავის გამოცდის შესახებ მარტში განაცხადა. მაშინ კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ახალი სარაკეტო მრეწველობის შექმნაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ამ ძრავის წყალობით, ფხენიანი მსოფლიო კლასის თანამგზავრებს გამოუშვებს. ოფიციალურ ვაშინგტონში კი ეჭვობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური კარეტის შექმნას ცდილობს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას სანქციები გაუხანგრძლივა. ვადა გაუგრძელდა იმ აქტს, რომელიც ბირთვული ენერგიის წარმოებას ეხება. 10 ივნისს ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ უახლოესი მომავლისთვის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გასაშვებად ემზადება.
ჩრდილოეთ კორეამ წელს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რის გამოც მისი ურთიერთობა აშშ-სთან გამწვავდა. ბოლო წლებში, ფხენიანმა გაახშირა ბირთვული ცდები და რაკეტების გამოცდა, მიუხედავად გაეროს სანქციებისა და პროტესტისა. გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, ორივე ცდა მარცხით დასრულდა.





