ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მსოფლიო

ფოტო: Twitter
სომხეთის დედაქალაქ ერევანში, თავისუფლების მოედანზე ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 17 ოპოზიციური პარტია პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.
მოქალაქეები მთიანი ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანთან გაფორმებულ შეთანხმებას აპროტესტებენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მოღალატეს უწოდებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, დაკავებულია რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი და სამოქალაქო აქტივისტი. მიმდინარეობს ქალაქში შემსვლელი ყველა ავტომობილის შემოწმება.
ამასთანავე, სომხური მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებულებია ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი.
ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან აღნიშნულ განცხადებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. მოგვიანებით ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტით უკმაყოფილო მოქალაქეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, რუსეთმა მთიან ყარაბაღში 1 960 მშვიდობისმყოფელი და სამხედრო ტექნიკის 470 ერთეული გააგზავნა.
9 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.





