ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა
მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი
ფოტო: სომხეთის მთავრობის ადმინისტრაცია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა.
სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან აღნიშნულ განცხადებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა.
„ძვირფასო თანამემამულეებო, პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ. განცხადების ტექსტი, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, წარმოუდგენლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილება სამხედრო სიტუაციის სიღრმისეული ანალიზის შედეგად მივიღე. ეს გადაწყვეტილება ასევე ეფუძნება იმის რწმენას, რომ შექმნილ ვითარებაში ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არც დამარცხებაა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.





