ტრამპის შტაბმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მიჩიგანის შტატში ხმების დათვლის შეჩერების მოთხოვნით
მსოფლიო

ფოტო: AP Photo/Alex Brandon
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მიჩიგანის შტატში ხმების დათვლის შეჩერების მოთხოვნით.
„დღეს მიჩიგანის სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, რათა ხმების დათვლის პროცესი შეჩერდეს მანამ, სანამ ხმების დათვლის უბნებზე მნიშვნელოვან წვდომას არ მივიღებთ. ასევე მოვითხოვთ იმ ბიულეტენების შესწავლას, რომლებიც მაშინ გახსნეს და დაითვალეს, როდესაც ჩვენ ხმების დათვლის უბნებზე წვდომა არ გვქონდა“, - განაცხადეს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბში.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბმა ვისკონსინის შტატში ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვა.
დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში თაღლითობას ჰქონდა ადგილი და აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მიმართავს.
მიჩიგანის შტატში ხმების 96%-ია დათვლილი და ამ ეტაპზე დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა ხმების 48.9%-ი მიიღო, ხოლო ჯო ბაიდენმა - 49.6%-ი.




