აშშ-ის ხელისუფლება ამერიკელი სტუდენტის სიკვდილში ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს
მსოფლიო

აშშ-ის ადმინისტრაცია ამერიკელი სტუდენრის ოტო უორმბირის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას აკისრებს. პრეზიდენტმა ტრამპმა მეუღლესთან ერთად სტუდენტის ოჯახს მიუსამძიმრეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელი სტუდენტის ბედი მაგალითი იქნება შეერთებული შტატების ხელისუფლებისთვის, რომ ამდაგვარი ტრაგედიები თავიდან აიცილოს. „უდანაშაულო ადამიანები იმ რეჟიმების მსხვერპლნი ხდებიან, ვინც პატივს არ სცემს უმაღლეს კანონებს და ადამიანის უფლებებს. აშშ-ი ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის სისასტიკეს გმობს,“- ნათქვამია პრეზიდენტსი განცხადებაში.
აშშ-ის სახემმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა პასუხისმგებელია ოტო უორმბირის უკანონო დაპატიმრებაში. მას კიდევ სამი ამერიკელის გათავისუფლება მოითხოვა, რომლებიც ფხენიანის ციხეში იმყოფებიან.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა ამერიკელი სტუდენტის ოტო უორმბირის სიკვდილის გამო ჩრდილოეთ კორეა ადამიანის უფლებათა დარღვევაში დაადანაშაულა. ოფიციალური სეულის ინფორმაციით, ამჟამად ფხენიანში სამხრეთ კორეის 6 მოქალაქე და აშშ-ს 3 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული, რომლებსაც კიმ ჩენ ინის ხელისუფლება „ანტისახელმწიფობრიც საქმიანობას“ აბრალებს.
ამერიკელი სტუდენტი, 22 წლის ოტტო უორმბირი აშშ-ში ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ნათესავებმა განაცხადეს, - წერს სააგენტო AFP.
უორმბირი ფხენიანმა 13 ივნისს გაათავისუფლა. მან ჩრდილოეთ კორეა კომის მდგომარეობაში დატოვა, რომელშიც 2016 წლის გაზაფხულზე ჩავარდა. აშშ-ში მას ტვინის უჯრედების მასობრივი კვდომა დაუდგინეს. ჩრდილოეთ კორეის ვერსიით, უორმბირი ბოტულიზმით დაავადდა და დამამშვიდებელი პრეპარატის მიღების შემდეგ კომაში ჩავარდა. ეს მოხდა მალე მას შემდეგ, რაც 2016 წელს მას პროპაგანდისტული პლაკატის მოპარვისთვის 15-წლიანი კატორღული სამუშაოები მიუსაჯეს.





