18 ოქტომბერი 2020, 00:48
აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
მსოფლიო

ფოტო:shutterstock.com
გაზიარება
აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ news.am ორივე ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყებებში აცხადებენ, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდება.
განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას აშშ-ის, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოწოდებები გაითვალისწინეს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.




