ვენესუელაში დემონტრანტებმა უმაღლესი სასამართლოს შენობა დაწვეს
მსოფლიო

ვენესუელაში დემონსტრანტებმა ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციის შენობა დაწვეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
80-მდე ადამიანი სასამართლოს შენობას თავს დაესხა და შენობა შიგნიდან დაწვა. შენობაში ამ დროს, 2 500 თანამშრომლომელი და პროცესებზე დამსწრე იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია მსხვერპლის გარეშე მოხერხდა.
შენობაში შეღწევის მცდელობა დაახლოებით 4 საათს გრძელდებოდა. როგორც სასამართლოს დირექცია აცხადებს, თავდასხმის დროს გარე პერიმეტრზე პოლიცია არც კი გამოჩენილა, ამიტომ სასამართლოს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადმინისტრაცია სხვა, შედარებით უსაფრთხო უბანში განლაგებულ შენობაში გადავიდეს. ჩაკაოს რაიონი, სადაც უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული, საშიშ და „კანონგარეშე“ რაიონად არის მიჩნეული.
ვენესუალის უმაღლესი სასამართლო სამართლებრივ მხარდაჭერას უცხადებს ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ყველა მოქმედებას. სასამართლომ კანონიერად ცნო მადურის გადაწყვეტილება, ოპოზიციური წევრების უმრავლესობისგან შემდგარი ეროვნული ასამბლეის დათხოვნის თაობაზე.
დემონსტრაციები ქვეყანაში უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. პოლიციასთან შეტაკებებში 70-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან მოზარდები, ერთ-ერთი 17 წლის ნეომარ ლანდერია.
ქვეყნის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის დაშლა სურს. მისი ინიციატივაა შეცვალოს სახელმწიფო წყობა და შექმნას 500-კაციანი საკონსტიტუციო ასამბლეა.





