სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა
მსოფლიო

იგორ ლეშენია
ფოტო: NASHANIVA NEWSPAPER/Reuters
სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა, იგორ ლეშენიამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა, თანამდებობა დატოვა.
„მე ნამდვილად დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. ეს ლოგიკური ნაბიჯია, რადგან როგორც ელჩი, დანიშნული ვარ მოქმედი პრეზიდენტის მიერ და იგულისხმება, რომ უნდა გავატარო მის მიერ განსაზღვრული პოლიტიკა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიაჩნევს, რომ ჩემს განცხადებაში გამოხატული სამოქალაქო პოზიცია ამ ჩარჩოებს გასცდა“, – განაცხადა დიპლომატმა.
16 აგვისტოს სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა ვიდეომიმართვაში მხარი დაუჭირა ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს. იგორ ლეშენიამ აღნიშნა, რომ ის შოკირებულია მანიფესტანტების ცემისა და წამების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით.





