მიმდინარე წლის მეორე კვარტალში იაპონიის მშპ 7.8%-ით შემცირდა
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock.com
იაპონიის მთავრობის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მშპ 7.8%-ით შემცირდა. იაპონიაში ზედიზედ მესამე კვარტალია მშპ-ის ვარდნა ფიქსირდება, რაც კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური გავლენითაა განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იაპონიის ეკონომიკა 27.8%-ით შემცირდა.
გარდა ამისა, 18.5%-ით შემცირდა იაპონური საქონლისა და მომსახურებების ექსპორტი და ტურისტული ინდუსტრიიდან ბიუჯეტში შესული შემოსავლები.
ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე იაპონიაში კორონავირუსის 57 ათასი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 116 ადამიანი გარდაიცვალა.





