ნეპალში მეწყერმა ათობით სახლი მოიყოლა, დაიღუპა 16 ადამიანი
მსოფლიო

foto: News Jatt
ნეპალის მთიან სოფლებში მეწყრული პროცესები გრძელდება. ინტენსიურმა წვიმამ დღეს, რამდენიმე ადგილას, კვლავ გამოიწვია მიწის მასის შლა, რის შედეგადაც, 16 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაშია მოყოლილი ათობით სახლი, ადამიანთა ნაწილს კი, ამ დრომდე ეძებენ.
ნეპალში, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში, წვიმიანი ამინდით გამოწვეულ მეწყერებს ყოველწლიურად მოსდევს ადამიანთა მსხვერპლი და მატერიალური ზარალი.
უამინდობას ქვეყანაში, მხოლოდ წელს, 215 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 85 კი დაკარგულია.
ნეპალის წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, 40 ათასამდე ადამიანი სახელდახელოდ აგებულ ქოხებში ან მეგობრებთან და ნათესავებთან ათევს ღამეს.





