14 აგვისტო 2020, 15:20
ბელარუსის ცესკომ ალექსანდრე ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა
მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო
ფოტო: TASS
გაზიარება
ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.
ცესკოს საბოლოო მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.10% მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ - 10.12%.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს აქვს ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.




