ალექსანდრე ლუკაშენკო: ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ ვიმყოფები
მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო
ფოტო: TASS
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ცოცხალია და საზღვარგარეთ არ იმყოფება.
„დავიწყოთ იმით, რომ ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ ვიმყოფები, როგორც ამას ზოგიერთები ავრცელებდნენ, რომ თითქოს პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. დღეს 14 აგვისტოა და შეხვედრას ვმართავთ, სამშენებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს აქვს ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო აჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.





