ჩეხეთში ხანძარს 11 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი ემსხვერპლა
მსოფლიო

ფოტო: EPA
ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩეხეთში, ქალაქ ბოჰუმინში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია, - ამის შესახებ BBC წერს.
საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 6 ადამიანია დაღუპული, დანარჩენები კი, ცეცხლისგან თავის დაღწევის მიზნით, ფანჯრიდან გადახტომის შემდეგ დაიღუპნენ.
დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის, ორი პოლიციელია.
ოფიციალური უწყებების ცნობით, ხანძარი გამიზნულადაა გაჩენილი და მომხდარი მეზობლებს შორის ხანგძლივ დაპირისპირებას მოჰყვა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილიდან ხელბორკილებით გაიყვანეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს დაუდასტურა, რომ ხანძარი თავად გააჩინა.





