06 აგვისტო 2020, 18:50
ბრაზილიაში უმუშევართა რაოდენობა 12.8 მილიონამდე გაიზარდა
მსოფლიო

ფოტო: Bruno Kaikua/AFP/Getty Images
გაზიარება
ბრაზილიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ივნისი თვით დასრულებულ კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობა 13.3%-მდე გაიზარდა. ამჟამად ბრაზილიაში 12.8 მილიონი უმუშევარი ადამიანია.
როგორც სტატისტიკის სამსახური იუწყება, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბრაზილიაში სამუშაო 8.9 მილიონმა ადამიანმა დაკარგა.
შედარებისთვის, მარტის თვეში უმუშევრობის მაჩვენებელი 12.2%-ს შეადგენდა.




