04 აგვისტო 2020, 21:40
ისრაელური მედია: ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს
მსოფლიო

ფოტო: REUTERS
გაზიარება
ისრაელს ლიბანის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ ისრაელური მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე მედიაში ვარაუდი გაჩნდა, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქებები, შესაძლოა, ისრაელის მიერ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ საწყობზე განხორციელებულ ავიაიერიშს უკავშირდება.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით - დაშავდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე მოხდა. დაზიანებულია ახლომდებარე შენობები.





