ტერეზა მეი გადადგომას არ აპირებს
მსოფლიო

ტერეზა მეი
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ BBC-ს პოლიტიკური მიმომხილველი ლორა კიუნსბერგი წერს.
Break - PM has no intention of resigning - working to form a govt based on being largest party in seats and votes
— Laura Kuenssberg (@bbclaurak) June 9, 2017
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, "კონსერვატიული პარტია" ლიდერობს, მმართველმა პარტიამ პარლამენტში ადგილების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა.
ხმების დათვლის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ "კონსერვატიულ პარტიას" უფრო ნაკლები ადგილი ექნება ახალი მოწვევის პარლამენტში, ვიდრე წინა პარლამენტში. არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემების მიხედვით, მმართველ "კონსერვატიულ პარტიას" 650 ადგილიდან 315 ადგილი ექნება, "ლეიბორისტებს" - 261, შოტლანდიელ "ნაციონალისტებს" - 35, "ლიბერალ-დემოკრატებს" კი - 12. იმისთვის, რომ კონსერვატორებმა პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვონ, 326 ადგილი სჭირდებათ.
ამ შედეგების გათვალისწინებით, ლეიბორისტთა ლიდერმა ჯერემი კორბინმა ტერეზა მეის გადადგომისკენ მოუწოდა. კორბინმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებით კმაყოფილია. ტერეზა მეიმ კი განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. მისი თქმით, ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება და მმართველ პარტიას ამ სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია.





