19 ივნისი 2020, 19:51
რამზან კადიროვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 100 ტონა ფქვილი გააგზავნა
მსოფლიო

რამზან კადიროვი
ფოტო: Twitter
გაზიარება
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „ჰუმანიტარული დახმარების“ სახით 100 ტონა ფქვილი გააგზავნა.
როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, „ჰუმანიტარული დახმარება“ ხელმოკლე ოჯახებს შორის იქნება განაწილებული.
„დიდ მადლობას ვუხდით ჩეჩნეთის ხელმძღვანელს. ჰუმანიტარულ დახმარებას ხელმოკლე ოჯახებს შორის გავანაწილებთ“, - აღნიშნეს დე ფაქტო უწყებაში.





