პაატა კუპატაძე
სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციური პარტიის ლიდერს გაგიკ ცარუკიანს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა
მსოფლიო

გაგიკ ცარუკიანი
ფოტო: eadaily.com
ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ ცარუკიანს პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.
გენერალური პროკურატურის მოთხოვნას კენჭისყრაში მონაწილე 87-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „აყვავებული სომხეთისა“ და „განათებული სომხეთის“ ფრაქციებს.
ცარუკიანს ბრალი ამომრჩეველთა მოსყიდვაში, უკანონო ბიზნეს-საქმიანობასა და მიწების უკანონო მითვისებაში ედება. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
14 ივნისს მისმა მხარდამჭერებმა ერევანში ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართეს. პოლიციამ 200-მდე აქტივისტი დააკავა.





