12 ივნისი 2020, 09:02
აშშ-ში კიდევ ერთი აფროამერიკელის საქმეს იძიებენ
მსოფლიო

ფოტო: Twitter
გაზიარება
აშშ-ში კიდევ ერთი აფროამერიკელის საქმეს იძიებენ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელმა ე.წ. „მგუდავი ილეთით“ მოკლა.
საგანგებო განკარგულება შტატის გუბერნატორმა გასცა. პოლიციელთა ჩვენებით, ისინი ახალგაზრდა აფროამერიკელს ავტომანქანის გაძარცვის გამო აკავებდნენ, როდესაც სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის გაჩერება გახდა.





