ქეთევან ქარდავა
ჟოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა წარმატების ისტორიაა და გვინდა. რომ ეს წარმატება მომავალშიც ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ გაგრძელდეს
მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი
ფოტო: Twitter
დღევანდელი შეხვედრა იყო კიდევ ერთი მაგალითი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ევროკავშირისთვის პრიორიტეტია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. 33 საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა მოეხდინა ჩვენი ერთობის, პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობის დემონსტრირება და მიგვეცა ბიძგი 2020 წლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის გეგმებისთვის- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხა, რომელიც ტელევიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.
მისი თქმით, შეხხვედრაზე იმსჯელეს სამეზობლოში კოვიდ-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაზე და დაიგეგმა ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების ლიდერების შემდეგი ვიდეოკონფერენცია, რომელიც 18 ივნისს შედგება.
„ჩვენი გზავნილი აღმოსავლეთ პატრნიორების მიმართ იყო მკაფიო. რთულ პერიოდშიც კი თქვენ უნდა ჩვენი იმედი გქონდეთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვიმყოფებით. ჩვენ თქვენ მხარდაჭერას გიცხადებთ. ასევე, ჩვენ უნდა შევხედოთ მომავალს და როგორ შევძლებთ ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ გვაქვს იდეები, რომლებსაც წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს მაისში. გვქონდა ძალიან კარგი გამოხმაურება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე წევრი ქვეყნებიდან. მე ვიტყოდი, რომ არის გაზრდილი ინტერესი ჩვენი შემდგომი თანამაშრომლობის მიმართ. ევროკავშირი იდგა აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და ჩვენ მზად ვართ კვლავაც დავეხმაროთ პარტნიორების პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებთან გამკლავებაში. საუბარია მხარდაჭერის ამბიციურ 900 მილიონი ევროს დახმარებაზე , რომლის მობილიზიბაც მოვახდინეთ 6 პარტნიორისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა წარმატების ისტორიაა და ჩვენ გვინდა. რომ ეს წარმატება მომავალშიც ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ გაგრძელდეს“- აღნიშნა ბორელმა.




