ფინეთის ფინანსთა მინისტრი ტრენინგებთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა
მსოფლიო

კატრი კულმუნი
ფოტო: Markku Ulander / Lehtikuva
ფინეთის ფინანსთა მინისტრმა კატრი კულმუნიმ თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მან ორატორული ტრენინგების საფასური გადასახადის გადამხდელთა ფულით გადაიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მინისტრის ტრენინგები სახელმწიფო ბიუჯეტს 50 ათასი ევრო დაუჯდა. კულმუნის განცხადებით, მინისტრის რანგში საჯარო გამოსვლებისთვის მას მეტი თავდაჯერებულობა სჭირდებოდა, თუმცა მან ბოდიში მოიხადა, რომ ტრენინგის ფარგლებში პარტიულ ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლისთვისაც ემზადებოდა, რასაც მინისტრის საქმიანობასთან არაფერი აქვს საერთო.
ექს-მინისტრი სახელმწიფო ბიუჯეტში ფულს თავისი სახსრებიდან დაუბრუნებს. ამასთან ერთად, კულმუნი დარჩება პარტია „ცენტრის“ თავმჯდომარის პოსტზე, ფინანსთა ახალ მინისტრს კი პარტია უახლოეს დღეებში აირჩევს.





