პაატა კუპატაძე
მაიკლ ჯორდანი: ძალიან ვწუხვარ, მტკივა და გაბრაზებული ვარ
მსოფლიო

მაიკლ ჯორდანი
ფოტო: Twitter
NBA-ს ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება.
„ძალიან ვწუხვარ, მტკივა და გაბრაზებული ვარ. ვხედავ და მესმის ყველა ადამიანის ტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუება. მე მხარს ვუჭერ მათ, ვინც გმობს რასიზმს და ძალადობას ფერადკანიანებზე. უკვე საკმარისია! ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მშვიდობიანი პროტესტით ვაიძულოთ ხელისუფლება შეცვალოს კანონები. ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ამ სისტემის ცვლილებას“, - წერს ლეგენდარული კალათბურთელი Twitter-ის გვერდზე.
მასშტაბური საპროტესტო აქციები აშშ-ში 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. პოლიციელმა ის აკრძალული ილეთის გამოყენებით გაგუდა.
TWITTER POST





