29 აპრილი 2020, 16:24
პერუში ციხის ბუნტს 9 პატიმარი ემსხვერპლა
მსოფლიო

ფოტო: AFP
გაზიარება
პერუს დედაქალაქ ლიმაში ციხის ბუნტის შედეგად 9 პატიმარი დაიღუპა, პატიმრები ციხეში ანტისანიტარიას აპროტესტებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ამავე ციხეში ბუნტამდე 2 პატიმარი კორონავირუსით დაიღუპა.
ბუნტის შედეგად 60 მცველი, 5 პოლიციელი და 2 პატიმარი დაშავდა.
მიგელ კასტროს სახელობის ციხეში მომხდარი ბუნტი ახლა უკვე კონტროლს ექვემდებარება.
აჯანყება პერუს სხვა ციხეებშიც მოხდა, რის ერთ-ერთ მიზეზადაც კორონავირუსი სახელდება, რადგან ციხეებში ჯამში 600 კოვიდინფიცირებული პატიმარია, საიდანაც 13 გარდაიცვალა.





