29 აპრილი 2020, 20:10
imedi
ვლადიმერ პუტინის და ბორის ელცინის პილოტი გარდაცვლილი იპოვეს
მსოფლიო

ფოტო: Twitter
გაზიარება
მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტების პირადი მფრინავი გრიგორი ბელოდედი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
მფრინავი იმ ეკიპაჟების მეთაური იყო, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტებს - ბორის ელცინს და ვლადიმერ პუტინს ემსახურებოდა, 2005 წელს კი ასაკის გამო პენსიაზე გავიდა.
73 წლის ბელოდედის ცხედარი მის ბინაში შვილმა აღმოაჩინა, რომელიც მამას ტელეფონით ვერ დაუკავშირდა და მისი მონახულება გადაწყვიტა. მფრინავის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.





