თურქეთში მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

ფოტო:shutterstock.com
თურქეთში ძლიერი მიწისძვრას ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. თურქეთის აღმოსავლეთით, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს მოხდა.
თურქეთის აღმოსავლეთით, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას apnews თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯესთან დაფიქსირდა.
მანამდე 11 იანვარს თურქეთში, სილივრის რაიონში, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წერს Independent-ი.





