გაერომ პლანეტის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების გეგმა წარადგინა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
ველური ბუნების შესანარჩუნებლად კაცობრიობამ 2030 წლისთვის მესამედის დაცვა და ჰაერის დაბინძურების ნახევრად შემცირება მოუწევს. ამის შესახებ CNN-ი გაეროს ახალ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციამ მომდევნო ათწლეულში ბუნების გადარჩენის გეგმა წარადგინა. გაერომ ანალოგიური გეგმა 2010 წელსაც შეადგინა, მაგრამ მსოფლიომ მასში გაწერილი პირობები ვერ შეასრულა, ამიტომ ახლა პლანეტაზე სახეობების გადაშენების უპრეცედენტო ტემპი ფიქსირდება, საფრთხეშია ეკოსისტემები, რაც ადამიანის ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას ახდენს.
„ბიომრავალფეროვნება და სარგებელი, რომელიც მას მოაქვს, ადამიანების კეთილდღეობისთვის და ჯანსაღი პლანეტისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. მიმდინარე მცდელობების მიუხედავად, მსოფლიოში ბიომრავალფეროვნება სულ უფრო მწირი ხდება და ბიზნეს-ინტერესებიდან გამომიდნარე, ტენდენცია გაგრძელდება“, - წერია ანგარიშში.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დედამიწაზე მეექვსე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს. თუმცა ისტორიაში პირველად ეს პროცესი კაცობრიობამ გამოიწვია. სპილოები სავარაუდოდ ერთი თაობის შემდეგ გადაშენდებიან, მცირდება ამფიბიების პოპულაცია, კლიმატური ცვლილება კი ოკეანეებში მჟავიანობას ზრდის, რაც მარჯნის რიფებს დიდ საფრთხეს უქმნის.
გაერო ბიომრავალფეროვნების სტაბილიზაციას 2030 წლისთვის გეგმავს, 2050 წელს კი ეკოსისტემებიც კი აღდგება, რაც კაცობრიობას ბუნებასთან ჰჯარომიაში ცხოვრები საშუალებას მისცემს. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფოებმ აზომები როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ დონეზე უნდა მიიღონ.
გაეროს გეგმაში 20 პუნქტია გამოყოფილი: მათ შორის CO2-ის წარმოების შემცირება, ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონებისთვის დაცული სტატუსის მინიჭება, პლასტიკის მოხმარების შეზღუდვა და ა.შ.
გეგმას ოქტომბერში, ჩინეთში, გაეროს სამიტზე დაამტკიცებენ.





