20 ნოემბერი 2019, 16:26
საბერძნეთში მიგრანტების 3 უმსხვილესი ბანაკი დაიხურება
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
საბერძნეთის ხელისუფლება ლესბოსის, სამოსისა და ქიოსის კუნძულებზე მიგრანტთა 3 უმსხვილესი ბანაკის დახურვას აპირებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ნაცვლად „გამგაზვრებისა და იდენტიფიკაციის ცენტრები“ უნდა გაიხსნას.
სავარაუდოდ, ამ ცენტრებში იმ მიგრანტებს განათავსებენ, რომლებსაც თავშესაფრის მიღების პერსექტივა არა აქვთ და სამშობლოში უნდათ დაბრუნდნენ. ამასთან, იმათ, ვისაც თავშესაფრის მიღების შანსი აქვთ, საბერძნეთის სხვა ნაწილში გაგზავნიან.





