კონგრესმა ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმა ახლით შეცვალა
მსოფლიო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ბარაკ ობამას ჯანდაცვის პროგრამა Obamacare გააუქმა და ახალი პროგრამის მიღებას მისცა ხმა. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას პროგრამის შეცვლას 216 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. მედიის ცნობით, კანონპროექტი 217 ხმით გავიდა.
ახალი პროგრამა ჯანდაცვის ბაზარზე კონკურენციას გაზრდის და შეამცირებს ფასებს. "რესპუბლიკელები" აცხადებენ, რომ ობამას რეფორმამ მიზანს ვერ მიაღწია და მან მხოლოდ შეამცირა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.
"დემოკრატები" აცხადებენ, რომ "რესპუბლიკელების" ახალი პროგრამა ბევრ ადამიანს სამუშაო ადგილს დააკარგვინებს და საშუალო კლასის ხელმომჭირნე ოჯახებს სამედიცინო დახმარების მიღება გაუჭირდებათ.
25 მარტს, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის რეფორმის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა, რომელსაც Obamacare-ის სამედიცინო დაზღვევის პროგრამა უნდა ჩაენაცვლებინა, ბოლო წუთში გააუქმა. ამის მიზეზი "რესპუბლიკელებისგან" მიღებული ხმების არასაკმარისი რაოდენობა იყო.





