11 ოქტომბერი 2019, 15:53
კონგოში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამხედრო თვითმფრინავი Ан-72 ჩამოვარდა. ინფორმაციას კონგოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თვითმფრინავი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთას ასრულებდა. ბორტზე ოთხი მგზავრი და ოთხი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ბორტთან კავშირი აფრენიდან 59 წუთში გაწყდა. თვითმფრინავი გომის აეროპორტიდან 10 ოქტომბერს გავიდა და კინშასას მიმართულებით მიფრინავდა.
ამ დროისათვის ინციდენტზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.





