რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა
მსოფლიო

მოსკოვი, საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფოტო: shutterstock.com
მოსკოვში, სმოლენსკის მოედანზე მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლს 10 სახანძრო აქრობდა. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სარდაფში გაჩნდა და სავარაუდოდ ერთი ადამიანი დაშავდა.
წყაროს ცნობით, შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მეხანძრეები სადარბაზოში დაკვამლიანების მიზეზით გამოიძახეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე შენობის ერთ-ერთ ფლიგელში დაკვამლიანების შესახებ დაწერა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაადასტურეს, რომ მიიღეს შეტყობინება სმოლენსკის მოედანზე მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში აალების შესახებ. რის შემდეგაც ადგილზე შესაბამისი ჯგუფები გავიდნენ.
У здания МИД на Смоленке КУЧА пожарных машин с мигалками pic.twitter.com/WM6UnS3qcD
— チム—ルセ (@Timque) October 5, 2019
❗ В одном из флигелей здания МИД на Смоленке задымление. На месте работают пожарные. pic.twitter.com/LmsTG1SVH7
— МИД России 🇷🇺 (@MID_RF) October 5, 2019





