დაუდგენელი დაავადებით ძაღლი შვედეთშიც მოკვდა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
ნორვეგიაში ჯერჯერობით დაუდგენელი დაავადებისგან ძაღლების დახოცვის შემდეგ, ანალოგიური მიზეზი შვედეთიდან ერთი ძაღლის სიკვდილის მიზეზი გახდა. ძაღლს დაავადება ნორვეგიიდან შვედეთში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცხოველს ისეთივე სიმპტომები აღენიშნებოდა, როგორც ეს ნორვეგიაში, უკანასკნელ კვირებში, 40-ზე მეტი ძაღლის შემთხვევაში დაფიქსირდა.
ოფიციალური ცნობით, აგვისტოდან დღემდე, დიარეა, ღებინება და ნაწლავის პრობლემა სულ მცირე 173 ძაღლს აღმოაჩნდა. დაავადებამ ჯამში 43 ძაღლი მოკლა.
ოფიციალურად ჯერ არ არის დადასტურებული, დაინფიცირდა თუ არა ძაღლი ნორვეგიაში და ხომ არ უკავშირდება შემთხვევა ერთი და იგივე დაავადებას.
ნორვეგიაში ჯერჯერობით დაუდგენელმა დაავადებამ ათობით ძაღლის სიკვდილი გამოიწვია. პირველი შემთხვევა დედაქალაქ ოსლოში დაფიქსირდა, სხვა ფაქტები სულ მცირე 13 ქალაქში აღრიცხეს.





