აშშ-ის დრონმა ავღანეთში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
აშშ-ის ძალების მიერ დრონით განხორციელებულ იერიშს ავღანეთში სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 40-ს აღემატება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ნანგარანის პროვინციაში მოხდა. ამერიკული ძალების სამიზნე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტი იყო, თუმცა იერიშის შედეგად ფერმერები დაშავდნენ, რომლებიც მინდვრიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
მომხდარს ავღანეთის თავდაცვის სამინისტროსა და ქაბულში აშშ-ის წარმომადგენლობაშიც ადასტურებენ, თუმცა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ დეტალებზე არ საუბრობენ.
ავღანეთში აშშ-ის ძალების წარმომადგენლის პოლკოვნიკ სონი ლეგეტის თქმით, აშშ ფაქტების დასადგენად ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.
ავღანეთში დაახლოებით 14 000 ამერიკელი სამხედრო მსახურობს. ისინი ავღანეთის ჯარს ავარჯიშებენ და „ისლამური სახელმწიფოს“ და „თალიბანის“ წინააღმდეგ იბრძვიან. აშშ „თალიბანთან“ ჯარისკაცების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ „თალიბანი“ ქვეყანაში ტერაქტებს თითქმის ყოველდღე აწყობს.





