ექსპერტები: მსოფლიო ვირუსების პანდემიისთვის მზად არ არის
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
შემდეგი პანდემია შესაძლებელია, რომ 36 საათის განმავლობაში გავრცელდეს, თუმცა მასთან გასამკლავებლად მსოფლიო მზად არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ დღეს მსოფლიო პანდემიისთვის მზად არის და ხელისუფლებებს აქტიური ნაბიჯებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ექსპერტების განცხადებით პანდემიის საშიშროება იმდენად რეალურია, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ექსპერტების თქმით, მას ასევე გავლენა ექნება და დააზარალებს გლობალურ ეკონომიკას.
გლობალური მზადყოფნის მონიტორინგის საბჭომ (GPMB), პოლიტიკური ლიდერების 15-კაციანმა ჯგუფმა, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და ექსპერტებმა დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება გამოაქვეყნეს.
"გლობალურად პანდემიის მასშტაბური საფრთხე რეალურია, სწრაფად მზარდს პათოგენს პოტენციურად მილიონობით ადამიანი შეუძლია იმსხვერპლოს, გაანადგუროს ეკონომიკა და ეროვნული უსაფრთხოების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს", - განაცხადა გლობალური მზადყოფნის მონიტორინგის საბჭომ.
ვირუსები, რომელთა გავრცელებაც ეპიდემიურად არის შესაძლებელი, არიან: ებოლა, მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებული ვირუსები და გრიპის ვირუსი. მათი კონტროლი ისეთივე რთულია როგორც ხანგრძლივი კონფლიქტები, იძულებითი მიგრაცია.





