ჩეხეთის პრემიერმინისტრს თაღლითობის ბრალდება მოუხსნეს
მსოფლიო

ანდრეი ბაბიში
ფოტო:shutterstock.com
ჩეხეთის პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშს თაღლითობის ბრალდება მოუხსნეს. Euronews-ის ცნობით, მას ბრალი საბიუჯეტო სახსრების მითვსებაში ედებოდა.
ამასთან ბაბისს და მისი ოჯახის წევრებს ფინანსურ მანიპულაციებში ადანაშაულებდნენ. კერძოდ, ბაბიშმა შექმნა ფირმა და საკონფერენციო ცენტრი, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირისგან 10 წლის განმავლობაში სუბსიდიებს იზიდავდა.
ბაბიში ბრალს ყოველთვის უარყოფდა.
2019 წლის ივნისში პრაღაში, ჩეხეთის პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, ასეთი მასშტაბის დემონსტრაცია კომუნიზმის დამხობის შემდეგ არ ჩატარებულა. პრაღის ქუჩებში 250 000 მოქალაქე გამოვიდა.





