09 სექტემბერი 2019, 11:53
ერევანი-მოსკოვის რეისზე სომხეთის პოლიცია ბომბს ეძებდა
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
ერევანი-მოსკოვის რეისის ბორტზე სომხეთის პოლიცია ბომბს ეძებდა. ავიაკომპანია S7 Airlines-ის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ პოლიციას ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა.
„რეისზე ჩასხდომის დროს ერთ-ერთმა მგზავრმა ყოველგვარი მოთხოვნების წამოყენების გარეშე განაცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბია. შემოწმების შედეგად ბორტზე საეჭვო ნივთების არსებობა არ დადასტურდა“, - ნათქვამია სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის განცხადებაში.
მგზავრი დაკავებულია, მიმდინარეობს მისი გამოკითხვა.





