05 სექტემბერი 2019, 10:05
ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანს“ 30 ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

ფოტო: არქივი
გაზიარება
ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანს“ 30 ადამიანი ემსხვერპლა. მე-5 კატეგორიის „დორიანი“ აბაკოს კუნძულს პირველ სექტემბერს დაატყდა თავს. ეს ბაჰამის კუნძულებზე თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იყო.
ხელისუფლება დაღუპულთა რიცხვის გაზრდას ვარაუდობს, რადგან ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, „დორიანი“ შესაძლოა 1992 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ქარიშხალი გახდეს. 1992 წელს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალ „ენდრიუს“ შედეგად 65 ადამიანი გარდაიცვალა და 63 000 სახლი განადგურდა.





