05 სექტემბერი 2019, 13:43
მორიგ აფეთქებას ქაბულში მსხვერპლი მოჰყვა
მსოფლიო

ფოტო: Twitter
გაზიარება
სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე დაცულ უბანში მოხდა, სადაც აშშ-ის საელჩო და სამთავრობო უწყებებია განლაგებული. ბომბი მანქანაში იყო დამონტაჟებული.
პასუხისმგებლობა მომხდარზე „თალიბანმა“ აიღო. ბოლო 3 დღის განმავლობაში ეს მოძრაობის მიერ ქაბულში განხორციელებული უკვე მეორე ტერაქტია.
აფეთქებები „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის ფონზე ხდება.





