03 სექტემბერი 2019, 13:48
პაატა კუპატაძე
უკრაინელი დეპუტატები ხელშეუხებლობის იმუნიტეტით ვეღარ ისარგებლებენ
მსოფლიო

რადა
ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატებს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნეს. კანონპროექტს მხარი 373-მა კანონმდებელმა დაუჭირა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ახალი რეგულაცია 1 იანვრიდან ამოქმედდება. კანონპროექტის მიღებას წინ უძღოდა რამდენიმესაათიანი დებატები, რომელშიც მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიიღო.
პარლამენტის დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე უკრაინაში რეფერენდუმი 2000 წელს ჩატარდა. მოსახლეობის 90-მა პროცენტმა კანონმდებლებისთვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.





