ნობელის პრემიაზე წარდგენილი შვედი მოსწავლე ნიუ-იორკში იალქნიანი ნავით ჩავიდა
მსოფლიო

გრეტა ტუნბერგი
ფოტო: Twitter
კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლი 16 წლის შვედი მოსწავლე გრეტა ტუნბერგი ნიუ-იორკში იალქნიანი ნავით ჩავიდა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
ტუნბერგმა თვითმფრინავით მგზავრობაზე უარი თქვა. მიზეზი კი გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაა. მას აშშ-ში ჩასასვლელად 2 კვირა დასჭირდა.
ტუნბერგი გაეროს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეძღვნება და სექტემბრის მორე ნახევარში აშშ-სა და ჩილეში გაიმართება.
შვედმა მოსწავლევ საყოველთაო პოპულარობა 2008 წელს მოიპოვა, როცა განაცხადა, რომ პარასკეობით სკოლაში მანამდე არ ივლის, სანამ ხელისუფლება კლიმატის შესახებ „პარიზის შეთანხმებას“ არ შეასრულებს. ამ იდეას თანამოაზრეები ბევრ ქვეყანაში გამოუჩნდა.
14 მარტს ცნობილი გახდა, რომ გრეტა ტუნბერგი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.





