მოსკოვში თურქმენეთის საელჩო პრეზიდენტის გარდაცვალებას არ ადასტურებს
მსოფლიო

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი
ფოტო: არქივი
თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვში მდებარე თურქმენეთის საელჩოში ტყუილი უწოდეს. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება ТАСС-ი იუწყება.
ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ რუსულმა მედიამ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ევრაზიის პრობლემების მონიტორინგის ცენტრის დირექტორ ასლან რუბაევზე დაყრდნობით გაავრცელა.
მისი თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ, მას ბიზნესმენებმა აცნობეს, რომლებიც აშხაბადში საქმიანობენ.
რუსული მედიის ცნობით, გურბანგული ბერდიმუჰამედოვი შვებულებაში 2019 წლის 15 ივლისს გავიდა. პირველი ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ 20 ივნისს Telegram-ში გაჩნდა.
მანამდე კი YouTube-ის არხმა „თავისუფალი თურქმენეთი“ აშხაბადის კორესპონდენტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტი 20 ივნისს თირკმელის უკმარისობით გარდაიცვალა.





